ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა ათი გამნაღმველი მოკლეს
ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა ათი გამნაღმველი მოკლეს

ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა ათი გამნაღმველი მოკლეს, დაშავებულია ათობით ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თავდასხმა ბაღლანის პროვინციაში, ორგანიზაცია „ჰალო ტრასტის“ თანამშრომლებზე განხორციელდა. თვითმხილველთა განცხადებით, „თალიბანის“ ადგილობრივი დაჯგუფებები გამნაღმველების დასახმარებლად ადგილზე მივიდნენ, რამაც თავდამსხმელები შეაშინა.

ჰალო ტრასტის“ ხელმძღვანელის განცხადებით, თავდამსხმელთა სამიზნე ჰაზარას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ.