ავღანეთში საპროტესტო აქციაზე შვიდი ადამიანი მოკლეს
ავღანეთში საპროტესტო აქციაზე შვიდი ადამიანი მოკლეს

ავღანეთში საპროტესტო აქციაზე შვიდი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ღურის პროვინციაში მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარების არასამართლიანი გადანაწილება გააპროტესტა. აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად 14 ადამიანი დაიჭრა.

„როიტერის“ ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით სამასი დემონსტრანტი იმყოფებოდა. მათ სამართალდამცველების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. ისინი გუბერნატორის სახლში ცდილობდნენ შეჭრას, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა მიმართ ცეცხლი გაუხსნა.

ავღანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელმა კომიტეტმა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.