ავღანეთში, სამთავრობო შენობაზე თავდასხმა განხორციელდა
ავღანეთში, სამთავრობო შენობაზე თავდასხმა განხორციელდა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო შენობაზე თავდასხმა განხორციელდა, რომელშიც შეიარაღებული პირები და თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ბავშვი და ქალი. შემთხვევა ქალაქ ჯალალაბადში მოხდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თავდამსხმელებმა სამთავრობო შენობის გარეთ ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს, რის შემდეგადაც შენობის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ადგილზე შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.