ავღანეთში სამთავრობო დაწესებულების შენობაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში სამთავრობო დაწესებულების შენობაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთშის პროვინცია სამანგანში ეროვნული უსაფრთხოების ძალების შენობაზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 54 დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ გაჩერებული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი, შენობაში ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

ოთხივე მათგანი უსაფრთხოების ძალების მიერ ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.