ავღანეთში სამხედროებმა მოძრაობა „თალიბანის“ რამდენიმე წევრის ლიკვიდირება მოახდინეს
ავღანეთში სამხედროებმა მოძრაობა „თალიბანის“ რამდენიმე წევრის ლიკვიდირება მოახდინეს

ავღანეთში შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მოძრაობა „თალიბანის“ სულ მცირე 18 წევრის ლიკვიდირება მოახდინეს. ოპერაციის დროს კიდევ 11 რადიკალი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავღანეთის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო თავდასხმა ყანდაღარის პროვინციაში განხორციელდა.

როგორც ცნობილია, ღამის საათებში ჩატარებული ოპერაციის დროს, სამხედრო მოსამსახურეებმა იერიში რადიკალების ორ სამყოფელზე მიიტანეს.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოში, მოძრაობა „თალიბანის“ წევრების აქტივობებთან ერთად, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც“ აქტიურად ახორციელებს თავდასხმებს. ქვეყნის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას აწარმოებენ, ამიტომ სამხედრო მოსამსახურეები ტერორისტების სამიზნეები საკმაოდ ხშირად ხდებიან.