ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 20 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა. ინფორმაციას Tolo News – ი , სამხედრო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის დროს ბორტზე სამხედრო მაღალჩინოსნები და პროვინციის საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ. კატასტროფის დროს ოცივე დაიღუპა.

ერთ-ერთი ვერსიით, ვერტმფრენმა კატასტროფა ქალაქ ანარ დარაში განიცადა. ავიკატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.