ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 13 ჯარისკაცი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

12:30, 20.11.2019

ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 13 ჯარისკაცი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

„ტოლო ნიუსის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუნდუზის პროვინციის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განახორციელეს.

რადიკალურმა მოძრაობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

რაც შეეხება ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს, უწყებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი