ავღანეთში საარჩევნო უბნები დაიხურა
ავღანეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

ავღანეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა ძალიან დაბალი იყო.

წინასწარი შედეგები 17 ოქტომბერს გახდება ცნობილი. თუ ამომრჩევლის ხმათა 51 პროცენტს ვერც ერთი კანდიდატი მიიღებს, ქვეყანაში მეორე ტური დაინიშნება.

მთელი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებას 70 ათასი სამხედრო იცავდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე პროვინციაში აფეთქებდა მოხდა.