ავღანეთში, ქალაქ ბამიანის ბაზარში ორი აფეთქება მოხდა, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები
ავღანეთში, ქალაქ ბამიანის ბაზარში ორი აფეთქება მოხდა, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ბამიანის ბაზარში ორი აფეთქება მოხდა. გარდაიცვალა 14 და დაშავდა 45 ადამიანი.

გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები, ასევე ორი სამართალდამცველი.

ორი აფეთქება საღამოს საათებში მოხდა, როდესაც ბაზარში ხალხმრავლობა იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა როგორც „ალ-ჯაზირა” იტყობინება, თავდასხმა სავარაუდოდ მიმართული იყო შიიტი ჰაზარების ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად ხდება როგორც „ისლამური სახელმწიფოს”, ისე „თალიბანის” მებრძოლების სამიზნე.