ავღანეთში ქაბულის ერთ-ერთ უნივერსიტეტზე შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში ქაბულის ერთ-ერთ უნივერსიტეტზე შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ქაბულის ერთ-ერთ უნივერსიტეტზე შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე პირმა კი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ავღანეთისა და ირანის ორგანიზებით მოწყობილი წიგნის გამოფენის გახსნაზე მოხდა, რა დროსაც სამმა შეიარაღებულმა პირმა აფეთქება განახორციელა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.

ექვსსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად, სამივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.