ავღანეთში პაკისტანის ვიზის მისაღებ რიგში, ჭყლეტის შედეგად, 11 ადამიანი გარდაიცვალა
ავღანეთში პაკისტანის ვიზის მისაღებ რიგში, ჭყლეტის შედეგად, 11 ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთში პაკისტანის ვიზის მისაღებ რიგში, ჭყლეტის შედეგად, 11 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ინციდენტი ქალაქ ჯალალაბადში მოხდა, როდესაც რიგში ათასობით ადამიანი იდგა.
მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ვიზების მიღება მოქალაქეებს არა საკონსულოში, არამედ სტადიონზე შეეძლოთ.

ავღანეთმა პაკისტანის ვიზის გაცემა რამდენიმე დღის წინ განაახლა. ეს პროცესი პანდემიის გამო შვიდი თვე შეჩერებული იყო.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჭყლეტის შედეგად დაშავებულებს შორის არიან ქალებიც და ბავშვებიც.
ბევრი ავღანელი პაკისტანში ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად მიემგზავრება. მათი ნაწილი მეზობელ ქვეყანაში სამკურნალოდ, ნაწილი კი, სამუშაოდ მიდის.