ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

00:42, 22.08.2019

ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერსმა“ ნატო-ში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

უცნობია, რა ვითარებაში დაიღუპნენ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.

2015 წლის იანვრიდან ავღანეთში ნატო-ს მისია „გადამწვეტი მხარდაჭერა“ მოქმედებს, რომელშიც 13 000 ჯარისკაცი მონაწილეობს. მათი მთავარი მიზანი ავღანური სამხედრო შენაერთების, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების, პოლიციელების გაწვრთნაა.

მსგავსი