ავღანეთში ნატო-ს მისიის ოთხ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავღანეთში ნატო-ს მისიის ოთხ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში ნატო-ს მისიის ოთხ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ინფიცირებული სამხედროები ავღანეთში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.

ისინი სკრინინგის დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, როდესაც სიმპტომები გამოუვლინდათ.

ტესტის ჩატარებამდე სამხედროები იზოლაციაში გადაიყვანეს.

მისიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ყველა ზომა ამოქმედებულია ინფიცირებული სამხედროების კონტაქტების იდენტიფიცირებისა და კარანტინში მოსათავსებლად.

ინფიცირებული სამხედროების ეროვნება ჯერ არ საჯაროვდება.

24 მარტის მდგომარეობით, მტკიცე მხარდაჭერის მისიის 38 წევრი გრიპის მსგავსი სიმპტომებით იზოლაციაშია მოთავსებული და აუცილებელ სამედიცინო დახმარებას იღებს.