ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად ოთხი ბავშვი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

10:16, 10.05.2019

ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა, ხუთი კი, დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ფარიაბის პროვინციაში მოხდა.

სამართალდამცველების განცხადებით, ნაღმი სავარაუდოდ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმისთვის იყო მომზადებული. უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ტერიტორიაზე ბავშვები. დასავლური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი