გაერო-ს ჟენევის ოფისის ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანაში დარჩებიან
გაერო-ს ჟენევის ოფისის ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანაში დარჩებიან

ავღანეთში მყოფი ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანაში დარჩებიან. მათ შორის სააგენტოები, რომელებიც გაერო-სთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან.

ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისი იუწყება.

ავღანეთში დღეისთვის 300-მდე უცხოელი და 3 000-მდე ადგილობრივი თანამშრომელია, რომელიც საერთო ჯამში 150-მდე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია.

ამასთან, გერმანული გამოცემა „იუნისეფზე“ დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციას დარჩენა და მუშაობის გაგრძელება თავად „თალიბანმა“ სთხოვა.