ავღანეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ავღანეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავღანეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ განცხადება ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა მათ მიერ კონტროლირებადი ვებგვერდებით გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა.

მომხდარს გამოეხმაურა ავღანეთის პრეზიდენტიც. აშრაფ ღანის თქმით, ეს იყო „ბარბაროსული“ თავდასხმა. მან მოძრაობა თალიბანი „ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის უზრუნველყოფაში“ დაადანაშაულა.