ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით მოქალაქე
ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით მოქალაქე

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.

აფეთქება ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგაჰარის პროვინციაში მოხდა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო მანქანაზე იყო დამონტაჟბული.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე პასუხისმგებლობას მოძრაობა „თალიბანს“ აკისრებს. სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანმა“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 650 თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 69 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 141 დაშავდა.

ამჟამად, ავღანეთის მთავრობა „კონფლიქტის დასრულების მიზნით, თალიბანთან“ მოლაპრაკებებს აწარმოებს, თუმცა მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, „თალიბანი“ ძალადობის შეწყვეტას არ თანხმდება.