ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 622 ადამიანი დაიღუპა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 622 ადამიანი დაიღუპა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 622 ადამიანი დაიღუპა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას, ადგილობრივი დროით 23:47 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ჯალალაბადიდან, ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქიდან 27 კმ-ის დაშორებით იყო.

ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კუნარის პროვინციაში სამი სოფელი სრულად განადგურდა, დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ერთ სოფელში 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.