ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

როგორც მედია წერს, დაშავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.