ავღანეთში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

16:22, 06.05.2018

ავღანეთში მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ხოსტის პროვინციაში მოხდა.

როგორც ადგილობრივი პოლიცია ამბობს, მეჩეთში ხალხი შუადღის ლოცვის შემდეგ შეიკრიბა. ამავე შენობაში მდებარეობდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრიც.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსნებთ, რომ ავღანეთში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრზე თავდასხმა აპრილში რამდენჯერმე მოხდა. საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

მსგავსი