ავღანეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა
ავღანეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

ავღანეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. დაავადების გავრცელების ეპიცენტრებად რჩება ქვეყნის დედაქალაქი ქაბული და ჰერათი, პროვინცია საიდანაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

განახლებული მონაცემებით, ავღანეთში გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 218-ს აღწევს, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 057 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქაბულში „კოვიდ-19“-ის 324 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 29 ადამიანი გარდაიცვალა. დედაქალაქში კორონავირუსის 3 784 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჰერათში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი 135-ით გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი ახლა 35-ს შეადგენს.