ავღანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
ავღანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ავღანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების ნახევარი დადებითი აღმოჩნდა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 9 998 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 783 ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა. გარდაცვლილთა რიცხვი 11-ით გაიზარდა და ახლა 216-ს აღწევს. ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-სგან სულ 1 040 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

„კოვიდ-19“ გავრცელების ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქი ქაბულია, სადაც ბოლო ერთი დღის განმავლობაში 377 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქალაქისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქაბულში სულ 3 460 კოვიდინფიცირებულია, მათ შორის 29 გარდაცვლილი.

სიტუაცია რთულდება ჰერათის პროვინციაში, სადაც ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რვა პაციენტი გარდაიცვალა. ჰერათის პროვინცია ირანს ესაზღვრება. ავღანეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელება სწორედ ამ პროვინციიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ირანში მცხოვრები იმიგრანტები ავღანეთში ტესტირებების გარეშე ჰერათის პროვიცნიის გავლით დაბრუნდნენ. ინფორმაციას „თოლონიუსი“ ავრცელებს.