ავღანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო ციხიდან 100-მდე თალიბი პატიმარი გაათავისუფლეს
ავღანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო ციხიდან 100-მდე თალიბი პატიმარი გაათავისუფლეს

ავღანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო ციხიდან 100-მდე თალიბი პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, ქაბულში მდებარე საპატიმრო 98 თალიბმა დატოვა. მათი გათავისუფლება მოხდა ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ რანის მიერ 11 მარტს ხელმოწერილი დეკრეტის ფარგლებში, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესში თალიბი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
პატიმრების გათავისუფლება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის და სასჯელის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით მოხდა.

როგორც ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში 10 მარტის შემდეგ 650 თალიბი პატიმარი გათავისუფლდა და იგეგმება კიდევ 850 მსჯავრდებულის გათავისუფლება.

დატოვე კომენტარი