ავღანეთში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ
ავღანეთში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

ავღანეთში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.

ვაჰიდ მაჟრო საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა, როცა მის მანქანას შეირაღებულმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს.

თავდასხმისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქაბულში ბრუნდებოდა.

„ამ დილით მე ხოსტის, პაქტიას და ლოგარის პროვინციები მოვინახულე. ქაბულში დაბრუნებისას ლოგარის პროვინციის დედაქალაქიდან დაახლოებით 500 მეტრზე უცხო პირებმა ავტომობილის გაჩერება სცადეს. როცა ჩვენ არ გავჩერდით, მათ ცეცხლი გაგვიხსნეს. მე ექიმი ვარ, არ მაქვს არავითარი სამხედრო და პოლიტიკური მიზანი და დაცვასთან ერთად არ ვმგზავრობ. არ ვიცი, თავს ვინ დაგვესხა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილე ავღანეთის პროვინციებში სამედიცინო ცენტრების მდგომარეობის შესამოწმებლად იმყოფებოდა.