ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 26 წევრი დააკავეს
ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 26 წევრი დააკავეს

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 26 წევრი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის სპესამსახურები ანტიტერორისტულ ოპერაციას ქაბულში სამი დღის განმავლობაში ატარებდნენ.

რეიდის დროს სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს, რომელიც რადიკალებს ქაბულში ტერაქტების განსახორციელებლად იწვევდა.

როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფების წევრები აშურას დღესასწაულის ფარგლებში თავდასხმებს გეგმავდნენ.

აშურას დღესასწაული მუსლიმური კალენდრის პირველი თვის მეათე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები შიიტ წამებულებს იხსენებენ და მადლიერების გამოსახატად თვითგვემის რიტუალს მიმართავენ.