ავღანეთში იაპონურ არასამთავრობო ორგანიზაციის ავტომობილზე თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში იაპონურ არასამთავრობო ორგანიზაციის ავტომობილზე თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში იაპონურ არასამთავრობო ორგანიზაციის ავტომობილზე თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საიფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციაში, ქალაქ ჯალალაბადში მოხდა.

დაღუპულებს შორის არის იაპონური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც „როიტერი“ იუწყება, იაპონური არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონში საირიგაციო სისტემის და სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობდა ხელს.