ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. ცენტრალური აზიის ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმა შიიტურ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

ბომბის ამოქმედების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 20 კი, დაშავდა.

ბოლო პერიოდში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში მცხოვრებ შიიტ უმცირესობაზე თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებს. ამასთან, ღაზნის პროვინციაში სახელისუფლებო ძალებსა და მოძრაობა „თალიბანის“ წევრებს შორის დაპირისპირებები ხდება.