ავღანეთში გასული 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ავღანეთში გასული 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავღანეთში გასული 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ოდენობა, 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

1570 ადამიანისთვის ჩატარებული ტესტიდან, ვირუსი 60%-ს დაუდასტურდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 18 969 ადამიანს დაუსვეს, გარდაცვლილი კი 309, მათ შორის ცხრა გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რაოდენობით, ყველაზე რთული ვითარებაა დედაქალაქ ქაბულში და ჰელმანდის პროვინციაში.