ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში თალიბების თავდასხმის შედეგად, ავღანეთის არმიის 17 ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში თალიბების თავდასხმის შედეგად, ავღანეთის არმიის 17 ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში თალიბების თავდასხმას ავღანეთის არმიის 17 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ავღანური ტელეკომპანია 1TV-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 12 სამხედრო მოსამსახურე, 40 ჯარისკაცი კი თალიბებმა ტყვედ აიყვანეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრძოლის შედეგად, 30 წევრი დაკარგა „თალიბანმაც. „შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, „თალიბანის“ წევრები სამხედრო ბაზაზე ტანკებსა და სამხედრო აღჭურვილობას დაეუფლნენ. რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება ბაზაზე შესვლას ვერ ახერხებს, რადგან ტერიტორიის დიდი ნაწილი თალიბების კონტროლის ქვეშაა. დაპირისპირება გრძელდება ღაზნის პროვინციაშიც. რადიკალურმა მოძრაობამ ქალაქ ღაზნის დიდი ნაწილი დაიკავა.

ქალაქიდან გაქცეული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ გადაჭრეს ტელეკომუნიკაცია, ელექტროენერგია და წყალმომარაგება, საავადმყოფოები მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი, სამთავრობო შენობები კი განადგურებულია.