ავღანეთში ძლიერ ყინვას 17 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში ძლიერ ყინვას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებულად ცივი აღმოჩნდა, რაც მათთვის მოულოდნელი იყო. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა მინუს 12 გრადუსს შეადგენს.

თოვლის სახით მოსული უხვი ნალექი კი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. თოვლმა ჩაანგრია საცხოვრებელი სახლის სახურავი ჰერათის პროვინციაში, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც. უამინდობა მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალების დახურვის მიზეზიც ხდება.

სინოპტიკოსები, მოსალოდნელი ცივი ნაკადების გამო, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერ ყინვას ვარაუდობენ.