ავღანეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გარდეზში მოხდა. დაჭრილია 14 პირი.

თალიბანში განაცხადეს, რომ თავდასხმა მოძრაობა დაჯგუფება „ჰაქანიმ“ და პაკისტანში მოქმედმა მებრძოლებმა მოაწყვეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ დღეში ავღანეთში შეიარაღებულ თავდასხმებს 56 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყო თავდასხმა ქაბულის საავადმყოფოზე, სადაც მოკლულებს შორის იყვნენ ახალშობილებიც.