ავღანეთში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველივე დღეს, თალიბებმა კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს
ავღანეთში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველივე დღეს, თალიბებმა კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას 5 პოლიციელი ემსხვერპლა. ავღანური გამოცემა Khaama Press-ის ინფორმაციით, თალიბებმა ოფიციალურად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველ დღეს კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა გამთენიისას დაიწყო, რა დროსაც თალიბებმა საოლქო სარდლობის შენობასთან დანაღმული ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს. ორმხრივი სროლის შედეგად „თალიბანის“ 10 წევრია მოკლული. დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანთან“ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 11-19 ივნისის პერიოდში მიიღო, რაც მუსლიმთათვის წმინდა რამადანის დღესასწაულის დასრულებას უკავშირდება.