ავღანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პირველი მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 
ავღანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პირველი მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 

ავღანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პირველი მაისის შემდეგ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების დაფიქსირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულების რეალური რიცხვი ბევრად მაღალია, თუმცა ტესტირებების მცირე მასშტაბის გამო, ყველა ინფიცირებულის აღრიცხვა ვერ ხერხდება.

განახლებული მონაცემებით, ავღანეთში ახალი კორონავირუსით 703 ადამიანი გარდაიცვალა, 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ავღანეთში ინფიცირების 30 616 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 674 გამოჯანმრთელდა.