ავღანეთში BBC-ს და Reuters-ის ადგილობრივი კორესპონდენტი მოკლეს
ავღანეთში  BBC-ს და Reuters-ის ადგილობრივი კორესპონდენტი მოკლეს

ავღანეთში BBC-ს და Reuters-ის ადგილობრივი კორესპონდენტი მოკლეს. აჰმად შაჰს ქალაქ ხოსტში, ავტომობილით მგზავრობის დროს გაუხსნეს ცეცხლი.

აჰმად შაჰი მე-10 ჟურნალისტია, ვინც დღეს ავღანეთში თავდასხმას ემსხვერპლა. მედიის 9 წარმომადგენელი, მათ შორის France-Presse -ს და რადიო თავისუფლების კორესპონდენტები, ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს ემსხვერპლნენ.