ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

10:31, 25.10.2018

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი ავღანეთის დროით დილის 8 საათზე გაიხსნა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ არჩევანს დილიდან აკეთებენ.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მდებარე საარჩევნo კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, ამ დროის მონაცემებით არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

მსგავსი