ავღანეთში ასობით სამედიცინო დაწესებულებას დახურვა ემუქრება
ავღანეთში ასობით სამედიცინო დაწესებულებას დახურვა ემუქრება

ავღანეთში ასობით სამედიცინო დაწესებულებას დახურვა ემუქრება, რადგან მათ დამფინანსებელ დასავლურ დონორებს „თალიბანის“ ახალ მთავრობასთან საქმიანობა ეკრძალებათ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა წარმომადგენელმა რიკ ბრენანმა განაცხადა, ავღანეთში 2300 სამედიცინო დაწესებულების 90% შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირას დაიხუროს.

ბრენანის თქმით, სამედიცინო დაწესებულებების დახურვა დაავადებებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდას გამოიწვევს.

რიკ ბრენანი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დანაკლისის შევსებას ჯანდაცვის 500 ცენტრისთვის მარაგის, აღჭურვილობისა და დაფინანსების მიწოდებით ცდილობს.