ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით 16 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება
ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ხვალ, 16 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
შეხვედრაზე სავარაუდოდ სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში, რომელმაც მანამდე არაერთხელ დაგმო ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები და „თალიბანისა“ და მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებების წარმართვისკენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სტატუსით მიმართავს გაერო „თალიბანს“ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია ავღანეთში ლეგიტიმურ ძალად გამოაცხადებს თავს.