ავღანეთში ამერიკული უპილოტო აპარატის ავიაიერიშის შედეგად ISIS-ის ექვსი მებრძოლი დაიღუპა
ავღანეთში ამერიკული უპილოტო აპარატის ავიაიერიშის შედეგად ISIS-ის ექვსი მებრძოლი დაიღუპა

ავღანეთში ამერიკული უპილოტო აპარატის ავიაიერიშის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება ე.წ ისლამური სახელმწიფოს ექვსი მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული – განცხადებას ავღანეთის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებზე ავიაიერიში იმ დროს განხორციელდა, როდესაც ისინი იარაღის გადატანას ცდილობდნენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ავღანეთში ამერიკული უპილოტო აპარატების ავიაიერიშების შედეგად 28 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.