ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ავტოკოლონაზე თავდასხმა მოხდა
ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ავტოკოლონაზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ავტოკოლონაზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“, ნატო-ს და ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობილია, რომ ყანდაღარის პროვინციაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ავტოკოლონაზე თავდასხმა გზაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძაობა „თალიბანმა“ აიღო.