ავღანეთში აფეთქებისას რვა ბავშვი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა

13:45, 22.09.2018

ავღანეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ბავშვი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა. BBC-ის ცნობით, მათი ასაკი 6-დან 12 წლამდეა.

დაშავებულთაგან ორმა მცირეწლოვანმა კიდურები დაკარგა. ისინი უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

აფეთქება ფარიაბის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. აფეთქების დროს ბავშვები განყოფილებასთან ახლოს თამაშობდნენ.

ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება მომხდარში „თალიბანს“ ადანაშაულებს, თუმცა თავად რადიკალურ მოძრაობას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. პოლიციის ინფორმაციით, „თალიბანმა“ შემთხვევის ადგილი ჯერ კიდევ გასულ კვირაში დანაღმა.

მსგავსი