ავღანეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი პოლიციელი დაიღუპა
ავღანეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი პოლიციელი დაიღუპა

აფეთქება ავღანეთის დასავლეთში, ბალხის პროვინციაში მოხდა.

თოლონიუსის“ ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანი“ ბალხის ერთ-ერთ სოფელში მდებარე საგუშაგოს თავს დაესხა.

როგორც პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, შეტაკება სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

აბუ ალი სინას საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საავადმყოფოებში შვიდი გარდაცვლილი და ხუთი დაჭრილი პოლიციელი მიიყვანეს, თუმცა ადგილობრივი პოლიციის თქმით, გარდაცვლილია ექვსი პოლიციელი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანს“ ჯერ არ აუღია.