ავღანეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 20 კი, დაშავდა. ამის შესახებ ავღანური მედია ადგილობრივი მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ტერაქტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში, ქალაქ ჯალალაბადში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის რამდენიმე ქალი, ორი მცირეწლოვანი და რვა სამართალდამცველია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.