ავღანეთში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ავღანეთში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ჰაკრეზის დასახლებში მოხდა.ნაღმი გზის პირას იყო დამონტაჟებული.

ავღანური მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი ხალხი ქორწილში მიდიოდა. დაღუპულებს შორის არის ორი ბავშვი და რამდენიმე ქალი.

დაშავებულები მირვაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, აფეთქების უკან ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანი“ დგას.

დატოვე კომენტარი