ავღანეთში აფეთქებების შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა

14:45, 15.08.2018

ავღანეთში აფეთქებებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ექვსი ბავშვია. ერთ-ერთი შემთხვევა პროვინცია ლაგმანში მოხდა.

ძველი ჭურვი, რომელიც თავის დროზე,  გასროლისას არ ამოქმედდა, ბავშვების თამაშის დროს აფეთქდა. მეორე შემთხვევა  ზაბულის პროვინციაში მოხდა, ავტომობილმა დანაღმულ გზაზე გადაიარა.

შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ორი ადამიანი.

მსგავსი