ავღანეთში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა
ავღანეთში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მშვიდობიან მოსახლეობაში აამოქმედა.

ინციდენტი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან 11 კილომეტრში მდებარე ჩარ ასიაბის რაიონში მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვეში მოხდა.