ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

21:49, 21.03.2023

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მათივე ცნობით, სტიქიიის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში დაფიქსირდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ავღანეთის მეზობელ პაკისტანში. მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგები იყო პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.

მსგავსი