ავღანეთსა და ბაჰრეინში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა
ავღანეთსა და ბაჰრეინში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

ავღანეთსა და ბაჰრეინში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფირუზოდინ ფეროზმა განაცხადა, ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ჰერათის პროვინციის ტერიტორიაზე დადასტურდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, აღნიშნულ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რაც შეეხება ბაჰრეინს, დაავადება გამოუვლინდა ირანიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ ბაჰრეინის მოქალაქეს. ინფიცირებული და ყველა მასთან კონტაქტში მყოფი პირი მანამაში, კარანტინში იმყოფება. სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად პრევენციულ ზომებს მიმართავენ.