ავღანეთის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი მისი დაშავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ავღანეთის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი მისი დაშავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ავღანეთის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი აბდულ ღანი ბარადარი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ თალიბანის შიდა დაპირისპირების შედეგად ის დაშავდა. ბარადარმა ინტერვიუ „ართიაის“ ტელევიზიას მისცა.

ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ ბარადარის მხარდამჭერები ჰაქანის ქსელის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. შიდა დაპირისპირების ფაქტი ასევე უარყო ანას ჰაქანიმ, თალიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ძმამ.