ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა „თალიბანის" 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს
ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა „თალიბანის" 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დასავლეთით, ფარაჰის პროვინციაში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის” 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს. ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს. მისი თქმით, დაპირისპირების დროს თხუთმეტი სამხედრო, ათი სამართალდამცველი და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

თალიბებმა პროვინციაზე იერიში სამშაბათს გამთენიისას დაიწყეს. გუბერნატორის განცხადებით, პირველ ეტაპზე შეტევაზე 1000-მდე ისლამისტი რადიკალი გადავიდა, მოგვიანებით მათ კიდევ ამდენივე მებრძოლი შეემატათ.