ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ტყვეობაში მყოფი 50 ადამიანი გაათავისუფლეს
ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ტყვეობაში მყოფი 50 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ტყვეობაში მყოფი 50 ადამიანი გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სპეცოპერაცია ორ პროვინციაში ჩატარდა.

ბაგლანის პროვინციაში გათავისუფლებულთა შორის შვიდი სამართალდამცველი, შვიდი სამხედრო, უსაფრთხოების ძალების სამი წარმომადგენელი და 17 მშვიდობიანი მოქალაქეა. კუნდუზის პროვინციის საპყრობილიდან კი, 13 პირი გამოიხსნეს.